16, მარტი 2017 20:43:00
11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს. 225 - ე მუხლი, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. შსს ინფორმაციით, პირების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების შეგროვება კვლავ გრძელდება. ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული პირი დააკავეს, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდა. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. დაკავებულების მოსანახულებლად ბათუმში წინასწარი დაკავების იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე იმყოფებოდა.