09, აპრილი 2019 17:32:00
30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეწირულებს პატივს ქობულეთში უკვე წლებია მემორიალის გარეშე მიაგებენ. არადა მედია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ყოველ 9 აპრილს ერთი და იმავე კითხვას უსვამს: რატომ ვერ მოახერხა მერიამ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ქობულეთის მერის ამ დაპირებიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა დღემდე რეალობა უცვლელია. 9 აპრილის სკვერში კვლავ მცირე ზომის მემორიალური დაფაა განთავსებული.
ერთი წლის შემდეგ კი მუნიციპალიტეტის მერს იმის აღიარება მოუწია, რომ პირობა ვერ შეასრულა. შემქმნილ ვითარებას მირიან ქათამაძე რამდენიმე გარემოებით ხსნის:
აღმოჩნდა, რომ მთელი წლის განმავლობაში პასუხისმგებელ პირებს ამ საკითხზე არც კი უფიქრიათ. არქიტექტურის სამსახური უფროსი, რომელიც პროექტის ავტორია ამბობს, რომ ექსკიზზე მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაჩქარებული წესით დაიწყო. საპირისპიროს ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი. როგორც ჩანს ქათამაძეს თანამშრომელთან პოზიცია შეთანხმებული არ ჰქონია.
მემორიალის დადგმის პირობა ჯერ კიდევ ყოფილმა გამგებლებმა 2016 წელს დადო. თუმცა სულხან ევგენიძეს უფლებამოსილება ისე ამოეწურა, რომ გმირებს წლების განმავლობაში პატივს მემორიალის გარეშე აგებდნენ.
პროექტის მიხედვით, მემორიალი სავარაუდოდ ასეთი იქნება. მერიამ ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით, კონკურსზე უარი თქვა და მისი დამზადება უწყების არქიტექტორის სამსახურს ანდო.
როგორც ქობულეთის მერიაში გვარწმუნებენ, 9 აპრილის სკერში ახალი მემორიალი 2019 წელს დაიდგმება. სამუშაოებისთვის საჭირო თანხას კი ბიუჯეტის კორექტირების დროს გაითვალისწინებენ.