09, აპრილი 2019 20:03:00
უახლესი ისტორიის ტრაგიკული თარიღი. 1989 წლის 9 აპრილი, დარბეული მშვიდოანიანი საპროტესტო აქცია და ბრძოლით შენახული თავისუფლება. სისხლიანი მოვლენები 21 დაღუპულით. როგორ და რა ფორმით მივაგებთ პატივს 3 ათეული წლის წინ გარდაცვლილებს?
უჩა ოქროპირიძე საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წლის ტრაგედიასა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის მოვლენებს იხსენებს. დედაქალაქის გარდა, მასშტაბური აქციები პარალელურად ბათუმშიც მიმდინარეობდა. ისტორიკოსი მაშინ პროცესებში აქტიურად იყო ჩართული.
9 აპრილის ტრაგედიამდე 3 კვირით ადრე, აფხაზი მოსახლეობის ნაწილმა საქართველოსგან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვა. აფხაზეთში სეპარატისტული განწყობების გაძლიერების პარალელურად, მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო. 4 აპრილს, მთავრობის სახლის წინ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა და შიმშილიბა დაიწყეს. მშვიდობიან აქციას ბათუმშიც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი აფხაზეთისთვის ავტონომიის მინიჭებას, მეორე ნაწილი კი საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის ითხოვდა. 9 აპრილს, გამთენიისას, რუსულმა არმიამ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. დარბევისას საბჭოთა ჯარმა მომწამვლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები გამოიყენა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, იმდროინდელმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, ერთიანი საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებლობის მიღებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატარა, რომელშიც ქართველი ამომრჩევლის 90%- მონაწილეობდა, მათგან 98%-მა დამოუკიდებლობა აირჩია. 1991 წლის 9 აპრილი, გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარაშიც. ისინი გმირთა ხეივანში გაიხსენეს.
მოვლენები 30 წლის წინ განვითარდა, რომელსაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.