10, აპრილი 2019 17:10:00
ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესის განხილვა 22 მაისამდე გადაიდო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება მოპასუხე მხარის არასაკმარისი მტკიცებებულებების გამო მიიღო. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 5 მაისს ბათუმის მერიამ მუსლიმ თემს, მათ მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა. მრევლი ამას დისკრიმინაციად აფასებს.