10, აპრილი 2019 20:58:00
რატომ არ აძლევს ბათუმის მერია მუსლიმებს სამლოცველოს აშენების ნებართვას? დავა, რომელსაც სასამართლო განიხილავს. დღეს მოსარჩელე მხარე პროცესზე ამტკიცებდა, რომ სახელწმიფოს მათი პრობლემის გადაჭრის ინტერესი არ აქვს. უფრო მეტიც, მერია მათთან პროცესს გამიზნულად აჭიანურებს.
ეს განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მუსლიმი თემის წარმომადგენელმა გააკეთა. ნოდარ პაქსაძეს აინტერესებდა, თუ რატომ არ შეხვდა მერი მორწმუნეებს დიალოგისთვის თითქმის 2 წლის მანძილზე. პაქსაძის თქმით, თვითმმართველობა პროცესს მიზანმმართულად აჭიანურებს. საპირისპიროს მტკიცება მოუწია მოპასუხე მხარეს. მერის წარმომადგენელმა დღეს სწორედ მოლაპარაკებების გაგარძელების მიზნით პროცესის გადადება ითხოვა.
პროცესის მიზანზმიმართულად გაჭიანურებაზე საუბრობს ახალი მეჩეთის მშერნებლობის ფონდის ხელმძღვანელიც. ტარიელ ნაკაიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს საკითხის გადაჭრის მზაობა და ინტერესი არ აქვს. ამის არგუმენტად ის ფაქტი მოჰყავს, რომ მერიამ ბოლო ერთი წლის მანძილზე მოლალაპარაკებები მუსლიმ თემთან მხოლოდ ერთხელ აწარმოა. მისივე მტკიცებით, მუსლიმი თემის მოთხოვნის არდაკმაყოფილებით დაინტერესებულია რელიგიის სახელმწიფო სააგენტოც.
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლება მუსლიმი თემის გახლეჩას ცდილობს.
მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სახელმწიფოს მიდგომა მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციულია.
სრულიად საქართველოს მუფთი დღეს სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. ბეგლარ ქამაშიძე მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
რა წინადადებები შესთავაზებს ბათუმის მერია მუსლიმებს? კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, რადგან თვითმმართველობაში თემაზე საუბარი არ ისურვეს. 2017 წლის 5 მაისს ბათუმის მერიამ მუსლიმბს, მათ მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა.