10, აპრილი 2019 20:05:00
დასახლება, რომელსაც ბათუმის მერია ყურადღებას არ აქცევს. ე.წ შანხაის დასახლებაში მცხოვრებლები 30 წლია საცხოვრებელი კორპუსის აშენებას ითხოვენ. სახლი , რომელშიც ცხოვრობენ, ავარიულია. პროტესტი დღეს ადგილობრივებმა გზის გადაკეტვით გამოხატეს.
დაპირება რომელსაც შანხაის დასახლებაში მცხოვრებლები მხოლოდ წინასაარჩევოდ ისმენენ, ახალი საცხოვრებელი სახლის აშენებას ეხება. ადგილობრივებმა პროტესტი გზის გადაკეტვით გამოატეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა მერთან შეხვედრა ითხოვეს.
სახლი, რომელშიც 130 მდე ოჯახი ცხოვრობს, საუკუნის წინაა აგებული და ახლა ნგრევის პირასაა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საცხოვრებლის ავარიული მდგომარეობის გამო, ხშირად ღამეს ქუჩაში ათევენ.
მერის წარმომადგელი ბაგრატიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ირწმუნება, რომ საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ახლა ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინნარეობს. ანზორ დიასამიძე პრობლემის მოგვარების კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.
აქციის მონაწილეებს ბათუმის მერი არ შეხვდა. ლაშა კომახიძემ არც სატელევიზიო კომენტარის გააკეთა. როგორწ უწყების პრესსამსახურში გვითხრეს ქალაქის ხელმძღვანელი ე.წ შანხხაის დასახლებაში მცხოვრბელბელს კვირის ბოლომდე შეხვდება.
ე.წ შანხაის დასახლებაში მცხოვრებლები საცხოვრებელი სახლის მშენებლობას უკვე 30 წელია ითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ მათ ლაშა კომახიძე კვირის ბოლომდე არ შეხვდება, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.