ორშაბათი 17, ივნისი 2019

მერობის კანდიდატის წარდგენა ხულოში და ხელისუფლების უცვლელი დაპირება

10, აპრილი 2019 20:01:00

ხულოს მერობისთვის ვახტანგ ბერიძე იბრძოლებს. კანდიდატი ადგილობრივებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“   ლიდერებმა    წარუდგინეს.  ცნობისთვის არჩევნები მუნიციპალიტეტში   19  მაისს  გაიმართება.

ყოფილი პოლიციელი, ვახტანგ ბერიძე, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში, ხულოს მერის მოვალეობას ასრულებდა, ადგილობრივებს ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა და განაცხადა, რომ ბერიძის არჩევით მუნიციპალიტეტში ვითარებაა გაუმჯობესდება.

წინასაარჩევნოდ, ტრიბუნიდან,  ხელისუფლება მოსახლეობას ცენტრალური სავატომობილო გზის, ხულო - ზარზმის რეაბილიტაციას კიდევ ერთხელ დაჰპირდა და ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

რატომ ვერ ასრულებს ხელისუფლება, უცვლელი დაპირების, ბათუმი-ახალციხისა და ხულო - ზარზმის დამაკავშირებელი გზის მოწესრიგებას?  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტექნიკა მობილიზებულია და მუშაობა დაიწყება. 

ყოფილ მერთან, გოჩა მელაძესთან დაკავშირებით ხულოში მყოფმა პარლამენტარმა გია ვოლსკიმ თქვა, რომ მას კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა და მისი წასვლა საერთო შეხედულებით გადაწყდა, რაც შეეხება შუალედურ არჩევნებს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ  საერთაშორისო სადამკვირებლო ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

დეპუტატის მოსაზრებას არ იზიარებს ხულოს ყოფილი მერი გოჩა მელაძე, რომელიც კომენტარს არ აკეთებს. თუმცა სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ მას კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ჰქონია. 

შეხვედრაზე მისული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი პრემიერ მინისტრს ელოდებოდა. ამ მოლოდინით მივიდა შეხვედრაზე, სოფელ გუდასახოდან დავით შავაძე, რომელიც ამბობს, რომ სოფლებში მიწები დაუმუშავებელია. 

ხულოს მერის შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. მმართველი გუნდის გარდა, მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიცია და დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს.


დღის ამბები