პარასკევი 19, ივლისი 2019

გაერთიანებული ოპოზიის ერთ-ერთმა წევრმა ღამე ბათუმის მერიის შესასვლელთან გაათენა

11, აპრილი 2019 17:11:00

გაერთიანებული ოპოზიის ერთ-ერთმა წევრმა  ღამე ბათუმის მერიის  შესასვლელთან გაათენა. ჯელალ ქიქავა ლაშა კომახიძისგან უწყების აიპებსა და სსიპებში დასაქმებულთა სიებს ითხოვს.  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ამტკიცებს, რომ ლაშა კომახიძეს ახლობლები ჰყავს დასაქმებული. ქიქავა ამბობს, რომ ქალაქის ხელმძღვანელის პასუხს 14 საათამდე დაელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მერის კაბინეტში შესასვლელს გადაკეტავენ. კომახიძე კი თვლის, რომ ოპოზიციამ  საჯაროდ გამოთხოვილი ინფორმაცია უკვე მიიღო და საკითხთან დაკავშირებით დამეტებით დეტალებს არ გასცემენ.


დღის ამბები