ორშაბათი 26, აგვისტო 2019

გია ვოლსკი: ხულოს ყოფილ მერს კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა

11, აპრილი 2019 20:53:00

დატოვა თუ არა ხულოს ყოფილმა მერმა თანამდებობა ზეწოლის შედეგად?  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გოჩა მელაძეს კომუნიკაციის ფორმას უწუნებს.   გია ვოლსკის განცხადებით,   მუნიციპალიტეტის ყოფილი  ხელმძღვანელი პოსტიდან  არა საკუთარი ნებით , არამედ  გუნდის გადაწყვეტილებით წავიდა.

გადადგომის შესახებ  გადაწყვეტილება გოჩა მელაძემ შეათანხმა პარტიაში, თუ პირიქით, უმრავლესობამ მელაძესთან? ხულოს ყოფილი მერის გადადგომიდან თითქმის ნახევარ წლის შემდეგ ირკვევა, რომ მისი წასვლა საერთო შეხედულებით მოხდა. 

,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა გია ვოლსკიმ, მელაძეს ხალხთან კომუნიკაციაც დაუწუნა. ირწმუნება, რომ პრობლემას მათ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატი მოაგვარებს.

აჭარის მთავრობის თვმჯდომარის მტკიცებით, გადაწყვეტილება გოჩა მელაძის განცხადების საფუძველზე მიღეს. იზიარებს თუ არა გია ვოლსკის მოსაზრებას, რომ ხულოს ყოფილ მერს ხალთან კომუნიკიციის ნაკლებობა ჰქონდა, თორნიკე რიჟვაძე კითხვას ასე პასუხობს:

უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს ხულოს ყოფილი მერის საქმინობის შეფასება უჭირს. რაც შეეხება ხალხთან კომუნიკაციის ნაკლებობას - ლადო მგალობლიშვილი პოლიტსაბჭოს საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას. 

გუნდის გადაწყვეტილება მსგავს საკითხებში, კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის -  მიაჩნიათ „ახლაგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. ორგანიზაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ქვეყანაში არებულ პრქტიკაზე საუბრობს. 

ოპოზიცია არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ,  რომ გია ვოლკის განცხადებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მელაძემ თანამდებობა ზეწოლის შედეგად დატოვა.

ხულოს ყოფილმა მერმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის ოქტომბერში მიიღო. მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები 17 მაისს გაიმართება, სადაც კენჭს, ხულოს პოლიციის ყოფილი უფროსი ვახტანგ ბერიძე იყრის.