ორშაბათი 17, ივნისი 2019

რის გამო ითხოვენ აჭარის ტელევიზიის დირექტორის გადაყენებას?

12, აპრილი 2019 20:57:00

მრჩეველთა  საბჭოს  2  წევრი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს უნდობლობას უცხადებს. მედიამენეჯერის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მისი ვადის ამოწურვამდე დადგა.  ვის რა რა შენიშვნა აქვს ნათია კაპანაძესთან?  

რისკიანი, თუმცა საკმაოდ ჯიუტი - ასე დაამახსოვრა თავი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, ამავე კომპანიის მრჩეველთა საბჭოს თავდომარეს. ნატა იმედაიშვილი ნათია კაპანაძის მიღწევებზე საუბრობს, მაგრამ იმ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი აზრით მენეჯერმა სამუშაო პროცესში დაუშვა. დაუჭერს თუ არა დირექტორის იმპიჩმენტს მხარს ჯერ არ იცის, თუმცა გადაჭრით ამბობს, რომ პროცესის უკან პოლიტიკური ინტერესი არ არის.

დოკუმენტური ფილმების სიმცირე, საბავშვო და განათლების მიმართულებით გადაცემების არარსებობა ასევე, პრიორიტეტების შეუსრულებლობა - შენიშვნების ჩამანათვალი დიდია. დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით საბჭოს ორმა წევრმა მიმართა. ირაკლი დარცმელიძე დღეს მედიის შეკითხვებს არ პასუხობს. ის ვისთანაც კონტაქტზე გავედით გიგა ჩხარტიშვილია, რომელიც ამბობს, რომ ნათია კაპანაძემ ბევრი შეცდომა დაუშვა.

სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის თანახმად, „აჭარის ტელევიზია და რადიო“ სწორედ ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდშია, როგორც დაბალანსებული და მიუკერძოებელი მედიაორგანიზაცია.

ნათია კაპანაძეს მიაჩნია, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. კომპანიის დირექტორისთვის გაუგებარია მრჩეველთა საბჭოს წევრების  პრეტენზიები.

მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომა 15 აპრილსაა ჩანიშნული, სადაც დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები უნდა დაიწყოს. ამავე სხდომაზე ბორდის წევრები ნათია კაპანაძის პოზიციასაც მოისმენენ. მაუწყებლის დირექტორის მიმართ პრეტენზიები აქვთ ახალი ამბების ოპერატორებსაც. ისინი ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობენ, თუმცა წერილი, რომელშიც მათი მოთხოვნებია ჩამოთვლილი რეგიონის კანონმდებლო ორგანოშია გადაგზავნილი. დოკუმენტს 13 ოპერატორი აწერს ხელს.

ავტორი(ები)

346

დღის ამბები