პარასკევი 19, ივლისი 2019

ოპოზიცია საჯარო ინფორმაციის მოლოდინში

12, აპრილი 2019 20:02:00

და კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც დეპუტატებმა იჩხუბეს. უწყების აიპებსა და სსიპებში დასაქმებულების სიის მიღებას  ოპოზიცია   რამდენიმე თვეა ცდილობს. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ  დოკუმენტი უკვე მიაწოდეს.

მერიის აიპებსა და სსიპებში დასაქმებულთა სიია გამოთხოვა - საკითხი საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები დოკუმენტის მიღებას ითხოვდნენ. ამბობენ, რომ უწყება ინფორმაციას შეგნებულად არ გასცემს.

საკრებულოს თავმჯდომარე კი ამტკიცებდა, რომ  ინფორმაცია ოპოზიციონერ დეპუტატებს  პირადი ფოსტის მეშვეობით მიაწოდეს, რაც ოპონენტებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამბობენ, რომ დოკუმენტი სრულყოფილი არ არის და ბუნდოვანია შპს ბათუმის წყლის თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია.

შპს ბათუმის წყალში აცხადებენ რომ თანამშრომლების პირადი  ინფორმაციის გასაჯაროების უფლება არ აქვთ. 

იგივე პოზიცია აქვს მმართველი გუნდის წარმომადგენელს. ნატალია ზოიუძე ოპოზიციის წევრების პრეტენზიებს  უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ   ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები საკრეულოს სხდომებზე შოუების დადგმით არიან დაკავებულები. 

საკრებულოს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირებების გამო უწყებაში მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები. 


დღის ამბები