პარასკევი 19, აპრილი 2019

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე ლავასოღლი დამნაშავედ სცნო

12, აპრილი 2019 20:01:00

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე ლავასოღლი დამნაშავედ სცნო.  სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  ლავასოღლი საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, მართავდა ქურდული სამყაროს წევრებს.  მინდია გორაძეს  10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. .ასევე, სასამართლომ  “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის სამი პირი დამნაშავედ სცნო. 

ავტორი(ები)

639

დღის ამბები