ორშაბათი 17, ივნისი 2019

მებაჟე ოფიცრის დაკავება

13, აპრილი 2019 10:33:00

სახელმწიფო უსაფრთხოების ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით მებაჯე ოფიცერი დააკავეს. გამოძიების თანახმად, იგი მოქალაქეს სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული საქონლის გადმოტანაში დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 5000 ლარი გამოართვა. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6 დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი(ები)

9166

დღის ამბები