ორშაბათი 17, ივნისი 2019

ციტრუსი - ახალი რადიო ბათუმში

15, აპრილი 2019 11:31:00

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი, აჭარაში ახალი ბრენდით – რადიო ციტრუსით შემოდის, რომელიც ტალღაზე FM97.3-ზე იმაუწყებლებს. კომპანიის დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის თქმით, საქპატენტში ახალმა ბრენდმა რეგისტრაციის პროცედურები წარმატებით გაიარა. 

“აჭარაში ახალი ბრენდით და სახელით შევალთ. მაქსიმალურად ვეცადეთ დასამახსოვრებელი, რეგიონთან ასოცირებული, გემრიელი, მედიისთვის დამახასიათებელი: ტკბილიც და მჟავეც, ტალღოვანიც – ერთად ყოფილიყო”- ამბობს სამხარაძე.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი მედიაბაზარზე 20 წელია ოპერირებს და სამი რადიოსადგურითაა წარმოდგენილი. რადიო ციტრუსი FM97.3 კომპანიის რიგით მეოთხე რადიოსადგური იქნება.

ავტორი(ები)

244

დღის ამბები