17, მარტი 2017 17:15:00
ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სამართალდამცავი ორგანო დაკავებულებს მასობრივ არეულობაში მონაწილეობას და პოლიციაზე, სახელმწიფო ან საჯარო პირზე თავდასხმას ედავება. პროცესს, რომელზეც დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიებების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი უხელმძღვანელებს. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ სამართალდამცავების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ქონია. თენგიზ კახიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევის ადგილზე გაუცნობიერებლად აღმოჩნდა. 11-12 მარტს აქციის შედეგად სულ 85-მდე პირია დაკავებული.