ორშაბათი 26, აგვისტო 2019

მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება

15, აპრილი 2019 17:07:00

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ რეგიონში გაზსადენების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტიდან გოდერძის უღელტეხილის მიმართულებით, ბუნებრივი აირის მილსადენი უნდა მოეწყოს. ტენდერის თანახმად, მილსადენის სამშენებლო სამუშაოები უნდა წარიმართოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით, რადგან დაგეგმილია ხულო-გოდერძი-ზარზმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გამარჯვებულმა გაზის მილსადენის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეში უნდა უზრუნველყოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33 მლნ 797 ათასი ლარია.