15, აპრილი 2019 20:01:00
ახალგაზრდა ხელოვანი, რომელიც ქუჩებს ალამაზებს. შესრულებული 200-ზე მეტი კედლის მხატვრობა და ჰობი, რომელიც ბოლო 5 წლის მანძილზე საქმიანობად აქცია. როგორია 19 წლის იოსებ ჯორბენაძის შემოქმედება და ყოველდღიურობა?
უნდა, რომ ყველა მისი შემოქმედება ჩარჩოებს მიღმა თავისუფალი იყოს. თუმცა დაკვეთის დროს ამის საშუალება ნაკლებად ეძლევა, რაც ახალგაზრდა ხელოვანს დისკომფორტს უქმნის. ეს გამონაკლისი შემთხვევაა. 19 წლის იოსებ ჯორბენაძე ზღვის ტალღებს ხატავს-ერთდროულად მღელვარესა და მშვიდს - ისეთს როგორიც მისი შინაგანი სამყაროა.
ხელოვანმა პირველად 4 წლის წინ მიტოვებულ, ძველ შენობებზე დახატა. ამბობს, რომ კედლის მოსახატად ღამით გადიოდა, მაშინ, როცა ყველას ეძინა. ასე შემოქმედებას მეტ თავისუფლებას სძენდა. თავიდან ხატვას როგორც ჰობს ისე აღიქვამდა. თუმცა დღეს ამ ყველაფერს, როგორც პროფესიას ისე უყურებ.
ახალგაზრდა მხატვრის სურვილია ხელოვნების ამ მიმდინარეობას მეტი გულშემატკივარი ჰყავდეს. იოსებ ჯორბენაძეს კედელზე 200-ზე მეტი ნამუშევარი აქვს შესრულებული, მისთვის ყველა მათგანი ღირებულია.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მეშვიდე წელია, რაც ქუჩის მხატვრობას აფინანსებს. ხელოვანებს პოლონელ მხატვრებთან ერთად, სხვადასხვა ქუჩაზე კედლის მოხატვის შესაძლებლობა აქვთ.
საქართველოში კედლის მხატვრობის უძველეს ნიმუშები მე-8-მე 9 საუკუნეებში გაჩნდა და ეს მიმდინარეობა იმ პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.