კვირა 21, ივლისი 2019

დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახი ევროკავშირისგან გრანტს ითხოვს

16, აპრილი 2019 20:04:00

ევროკავშირის გრანტი,  რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტში სადაო გახდა. პრეტენზიები  ფერმერებს აქვთ. ისინი, ვისაც ფულზე უარი უთხრეს, ამტკიცებენ, რომ ბენეფიციარები ნათესაური კავშირებით შეარჩიეს. ამაზე საუბრობს ოპოზიციაც.  ეჭვს ისიც ამყარებს, რომ პროექტი ერთ ერთი პარლამენტარის ოჯახს დაუფინანსეს. რა საჭიროებებისთვის ითხოვდა თანხას დეპუტატი? 

ევროკავშირის მიერ, ხულოს მუნიციპალიტეტზე, სოფლის განვითარების მიზნით გამოყოფილი გრანტიდან, პირველ ეტაპზე 27 პროექტი დაფინანსდა. მათ შორის ვერ მოხვდა სოფელ დიოკნისში მცხოვრები გურამ ძირკვაძე, რომელსაც ჟოლო ხუთი წელია გამოჰყავს, პარალურად კი ვაზსაც აწარმოებს. პროდუქციას ბათუმში ყიდის. ამბობს, რომ ტრანსპორტირებისთვის სპეციალური ავტომობილის შესაძენად პროექტი დაწერა,  თუმცა დაფინანსება ვერ მიიღო.

არ გაუმართლა, ამავე სოფელში მცხოვრებ ლიფსიტის მწარმოებელ თამაზ შავაძესაც, რომელიც გრანტს მეურნეობის გასაფართოებლად ელოდებოდა. უარი ისე უთხრეს, რომ ექსპერტი ადგილზე არ მისულა. 

უკმაყოფილოა თენგიზ შავაძეც. ფერმერს, რომელიც პროექტის წერაში სხვებს ეხმარებოდა, თანხა არ გამოუყეს. ფიქრობს, რომ  ბენეფიციარები ნათესაური კუთხით შეარჩიეს.

ოპოზიცია ირმუნება, რომ კომისია გადაწყვეტილებების მიღებისას არაობიექტური იყო. ხულოს საკრებულოს წევრის თქმით, მაღალჩინოსნები საერთაშორისო მასშტაბებზე გავიდნენ.

მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე, საგრანტო კონკურსით გათვალისწინებული სამივე ეტაპი გადალახა პარლამენტის წევრის, ანზორ ბოლქვაძის ოჯახის თანასაკუთრებაში არსებულმა სასტუმრო „ხულოს“ გათბობისა და გარე ფასადის შეღებვის პროექტმა. ობიექტში ფართობი არასამთავრობო ორგანიზაცია, „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტას“ აქვს დაქირავებული. კითხვაზე შეამოწმეს თუ არა ექსპერტებმა რენტაბელურობა ადგილზე და როგორ გადალახა ეტაპები პროექტმა, რომელიც სასტუმროს გათბობასა და ფასადის მოწყობას ითვალისწინებდა, მენეჯერი,  გადაწყვეტილებას ასე ხსნის:

„ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ხულოში“  პროექტის ფარგლებში ევროკავშირმა ორი მილიონი ევრო გამოყო.  


დღის ამბები