პარასკევი 23, აგვისტო 2019

რატომ ვერ მოგვარდა სამი წლის განმავლობაში ოთხი ოჯახის პრობლემა

17, აპრილი 2019 20:40:00

ოთხი ოჯახი, რომლის პრობლემა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო 3 წლის მანძილზე ვერ მოაგვარა.  აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ყოველი გაწვიმებისას იტბორებიან. რატომ არ ზრუნავს ტურისტული ქალაქის ხელმძღვანელობა სანიაღვრე არხის მოწყობაზე  და გაურბის თუ არა შესაბამისი სამსახური პასუხიმგებლობას?

ქობულეთში სამი წლის წინ რეაბილიტირებულ აბაშიძის ქუჩაზე ყოველი გაწვიმებისას ასეთი მდგომარეობაა. გზაზე სანიაღვრე არხი არ არის მოწყობილი. შედეგად, მიმდებარედ მცხოვრებლების საკარმიდამო ნაკვეთები იტბორება. 

პრობლემის შესახებ ადგილობრივებმა შესაბამის უწყებებს მიმართეს, თუმცა როგორც თავად ამბობენ, მხოლოდ დაპირებებს ისმენენ. ადგილობრივთა თქმით, ქობულეთის მერია პასუხისმგებლობას გაურბის. იმის გამო, რომ ცენტრალუს გზაზე წყლის გუბეებია,  საგზაო შემთხვევებმა იმატა. ერთ-ერთ ავარიას კი ადგილობრივთა თქმით, ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა.

პრობლემის წარმოქმნაში ქობულეთის მერიის წარმომადგენელი ადგილობრივს ადანაშაულებს. საქმე ისაა, რომ სანიაღვრე მილი ერთ-ერთი მცხოვრების ეზოში გადის, რომელიც ზაზა კაიკაციშვილის მტკიცებით, გადაკეტილია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტეს, რომ სანიაღვრე არხის მიმართულებაა შესაცვლელი, რომლის რეაბილიტაციაც ერთ თვეში დაიწყება.

ქობულეთში, აბაშიძის ქუჩაზე ყოველი გაწვიმებისას ოთხი ოჯახი იტბორება. 


დღის ამბები