ორშაბათი 26, აგვისტო 2019

აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს ხვალ უყრიან კენჭს

18, აპრილი 2019 20:56:00

ხმაური საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ . ხვალ ბორდი ტელეკომპანიის დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს, ოპერატორები  გაფიცვას დაიწყებენ.  ამას ისიც ემატება, რომ მოქმედ ხელმძღვანელს ღიად დღეს დასაქმებულთა ნაწილი დაუპირისპირდა. მიმართვა 103-მა თანამშრომელმა გაავრცელა. 

მიმართვას, რომელსაც 103 თანამშრომელი აწერს რამდენიმე გარემოებაზეა საუბარი, მათ შორის დასაქმებულები ირწმუნებიან, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა კაპანაძის მიერ არ არის მოპოვებული. განაწყენებული თანამშრომლების ერთიანი პოზიცია ბრიფინგზე თამილა დოლიძემ გაახმოვანა, რომელმაც თქვა, რომ დირექტორი ერთპიროვნულ არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს ღებულობს, რის გამოც ზარალდებიან. მიაჩნიათ, რომ შრომის ანაზღაურება სამართლიანად არ არის განაწილებული. 

ბრიფინგს ყოფილი თანამშრომლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ნინო გორჯელაძე, რომელიც თვლის, რომ  ნათია კაპანაძის მმართველობის დროს დაზარალდა. აღნიშნა, რომ დირექტორმა არაადამიანური ხელშეკრულების პირობებით, აიძულა დაეტოვებინა სამსახური. გორჯელაძემ ისით თქვა, რომ მისი ტელევიზიიდან წასვლის შემდეგ, განსხვავებული აზრის გამო კოლეგები იდევნებოდნენ. მისი მტკიცებით, ნათია კაპანაძემ თვითგადარჩენისთვის პროცესი პროლიტიზირებული გახადა.

ნათია კაპანაძეს სიცრუეში კიდევ ერთი თანამშრომელი ადანაშაულებს. ოლიკო ჟღენტი მტკიცებით, დირექტორის მხრიდან რეჟისორების დისკრიმინაცია ხდებოდა. ასევე უფლებებს ულახავდნენ. ჟღენტმა არგუმენტების გასამყარებლად რამდენიმე გარემოება გაიხსენა:

ცნობისთვის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 13 ოპერატორი გაფიცვას ხვალიდან იწყებს. უკმაყოფილების მიზეზი ის არის, რომ მათ პარალელურად მემონტაჟის ფუნქციის შეთავსებაც უწევთ, რაშიც დამატებით ანაზღაურებას არ უხდიან. „მაცნემ“ 17 აპრილს, ოპერატორების გაფიცვის შესახებ მასალა მოამზადა, სადაც კომპანის HR სამსახურზე დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ მათი ანაზღაურება 1 300-დან 2 000-ლარამდე მერყეობს. ჰონორარის ფარგლებში ოპერატორებს კვირაში სამ დღიანი დასვენება, ერთ საათიანი შესვენება, ჯანმრთელობის დაზღვევა და წლის განმავლობაში რამდენიმე მივლინება აქვთ.  მასალის ეთერში გასვლის შემდეგ საკითხი სოციალურ ქსელებში მწვავე განხილვის საგანი გახდა. კომპანიის თანამშრომლების მცირე ნაწილის მტკიცებით, სიუჟეტში მოყვანილი ფაქტები, ანაზღაურების ნაწილში სიმართლეს არ შეესაბამება.

მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელების მცირე ნაწილმა tv 25 სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა, ჩვენ კომპანიას წერილობით იმ 13 ოპერატორის შრომითი ანაზღაურების შესახებ მოვთხოვეთ ინფორმაცი, რითაც სიმართლე დადგინდებოდა. თუმცა მონაცემები მაუწყებლის მენეჯმენტმა ოპერატორების კატეგორიული უარის გამო ვერ მოგვაწოდა.

ცნობისთვის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი - გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე ითხოვენ. ისინი მოქმედ დირექტორს პრიორიტეტების შეუსრულებლობას, მათთან კომინიკაციის არქონას, დაუსაბუთებელ ხარჯებსა და რეიტინგის ვარდნას ედავებიან. თანამშრომლების ბრალდებებს დღეს კომპანიის მენეჯმენტში არ უპასუხეს. მე მაყურებელს აქვე ვეტყვი, რომ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს 23 არასამთავრობო ორგანიზაცია უარყოფითად აფასებს. მათი შეფასებით, აჭარის ტელევიზია ნათია კაპანაძის მმართველობის დროს იყო გამორჩეული, როგორც მოვლენების დაბალანსებულად გაშუქების მხრივ.