პარასკევი 19, ივლისი 2019

გოგონები ბეღლეთის რელიგიური პანსიონიდან

18, აპრილი 2019 20:02:00

გოგონები  ბეღლეთის რელიგიური პანსიონიდან.  მაცნეს მთავარ გამოშვებაში გიჩვენებთ, როგორ  ეუფლებიან  აღმსარებლობასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს ქალები მაღალმთიან აჭარაში.  რა პირობებში იღებენ  მუსლიმანურ განათლებას დაწესებულებაში

ხულოს მუნიციპალური ცენტრიდან, ათეული კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბეღლეთში, გოგონათა რელიგიური პანსიონი ორი წლის წინ გაიხსნა. ახლა აქ, მუსლიმანურ განათლებას, ახალგაზრდებთან ერთად, სოფლის უხუცესებიც ეუფლებიან. ადგილობრივების თქმით, ბეღლეთსა და მიმდებარე სოფლებში, მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, შესაბამისად, რელიგიურ აღმსარებლობასთან დაკავშირებით განათლების მიმღებ ქალთა რიცხვიც პანსიონში მზარდია. 

გულვარდი ართმელაძე გეუბნება, რომ პანსიონი, რომელსაც მშმენელები„ყურან კურს“ ეძახიან, კლასელებთან ერთად დადის.

დიანა შავაძე ბეღლეთის სკოლის წარჩინებული მოსწავლეა, პროფესიაც შერჩეული აქვს, ექიმი უნდა გამოვიდეს. ამბობს, რომ რელიგიასთან ერთად ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც აქ სწავლობენ სხვებისადმი პატივისცემაა.

ახალგაზრდებთან ერთად, რელიგიური მრწამსის ძირითად საკითხებს 70 წლის ეთერ კახაძეც  სწავლობს, ამბობს, რომ აღმსარებლობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები ოჯახში შეისწავლა, თუმცა ძირეული ცოდნის მისაღებად პანსიონში თითქმის ორი წელია დადის.

სოფლის უხუცეს ქალს, მიაჩნია, რომ რელიგიურ განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. ნარგიზ კახაძე დასძენს, რომ დღეს არსებული საშუალები შესაძლებლობას იძლევა ნებისმიერმა მოქალაქემ თავისი აღმსარებლობის შესაბამისი განათლება მიიღოს, რაც წლების წინ დევნის გამო ხელმიუწვდომელი იყო.


ყურან კურსის შემსწავლელი პანსიონს, საცხოვრებელი ფუნქციაც აქვს. აქ თითქმის ყველა პირობაა იმისთვის, რომ გოგონებმა იცხოვრონ, თუმცა პანსიონის დირექტორი განმარტავს, რომ ღამეს მხოლოდ მაშინ ათევენ, როცა ცუდი ამინდებია. 

„ყურან კურსის“ შემსწავლელ გოგონათა პანსიონთან ერთად, ამავე სოფელში ვაჟთა პანსიონია, სადაც რელიგიურ განათლებას ახალგაზრდა ბიჭები ეუფლებიან.


დღის ამბები