18, აპრილი 2019 20:01:00
როგორ მართავს კულტურულ მემკვიდრეობას სახელმწიფო? საკითხი მესამე სექტორმა გამოიკვლია. შედეგები დღეს საზოგადოება ,,ბათომმა“ პრეზენტაციაზე წარადგინა. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩვენევენ, რომ სისტემა ქალაქში არ არსებობს და პრობლემებია ურბანულ მართვაშიც. რა რეკომენდაციები გაიცა შეხევედრაზე?
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის მართვის სისტემა არარსებობს და მერიის სამსახურები მხოლოდ ნებართვის გაცემით არიან დაკავებული.
პრეზენტაციაზე ბათუმის მერმა ტურისტული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მშენებლობების აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა ლაშა კომახიძე ირწმუნება, რომ მაღლივი კორპუსები ისტორიულ ზონაში არ აშენდება.
საზოგადოება ,,ბათომის“ წევრების განცხადებით, პრობლემებია ურბანულ მართვაშიც. ფუნქციები უწყებებს შორის არათანაბრადაა გადანაწილებული. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა დებულებით მხოლოდ სააგენტოს ვალდებულებაა, რასაც არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო ვერ ახორციელებს.
ქალაქის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის დამტკიცების საკითხი - კიდევ ერთი განხილვის თემა, რომელზეც ბათუმის მერმა განაცხადა, რომ ეროვნულ სააგენტოსთან დოკუმენტის განახლების კუთხით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი დოკუმენტი საზოგადოება ,,ბათომის“ მიერ მომზადდა.