პარასკევი 19, ივლისი 2019

პროცესი, რომელიც დაარტყამს მედიის თავისუფლებას

19, აპრილი 2019 20:02:00

რა შეფასებები კეთდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე? რა დასკვნები დადეს მედიაქსპერტებმა? რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მრჩეველთა საბჭომ და რა საფრთხე ემუქრება რეგიონში სიტყვის თავისუფლებას?

მედია ექსპერტების  შეფასებით, ნათია კაპანაძის გადაყენება რეგიონში მედიის თავისუფლებას პირდაპირ „დაარყამს“. ლაშა ტუღუში თვლის, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მხოლოდ პროფესიონალი ჟურნალისტი ვერ უზრუნველყოფს. პროცესების მართვას პრინციპული დირექტორი ესაჭიროება.

ჟურნასტიკის ეთიკის ქარტიაში მიაჩნიათ, მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილება უნდა გასაჩივრდეს. ნატა ძველიშვილი თვლის, რომ  კაპანაძე იმ ადამიანებმა გადააყენეს, რომლებსაც ტელევიზიის განვითარება არ სურთ.

ნათია კუპრაშვილი იმ  საფრთხეებზე საუბრობს, რის წინაშეც შესაძლოა მაუწყებელი სამომავლოდ დადგეს. საუბარია სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვაზე, რაც ყოფილი დირექტორის მმართველობის დროს დაცული იყო.

უკვე ყოფილი ხემძღვანელის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დიირექტორი თვლის, რომ ნათია კაპანიძე უარგუმენტოდ გაადაყენეს. სულხან სალაძე გადაწყვეტილებაში  გარკვეული ჯგუფების ინტერესებსაც ხედავს.

დირექტორისადმი უნდობლობის საკითხი, მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა - გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ 10 აპრილს დააყენა.


დღის ამბები