ხუთშაბათი 18, ივლისი 2019

ბათუმში ნარჩენების დახარისხების 5 ახალი სტენდი გაიხსნა

22, აპრილი 2019 17:07:00

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნარჩენების დახარისხების სტენდი გაიხსნა. გარდა ამისა მსგავსი სტენდები ქალაქის მასშტაბით კიდევ ხუთ ადგილზე განთავსდება. ურნებში ქაღალდის, შუშის, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენების განთავსებაა შესაძლებელი. დღესვე ბათუმის მერიასა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება ნარჩენების ხელახალი გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

 


დღის ამბები