შაბათი 24, აგვისტო 2019

ბათუმობა წელს 28 აპრილს ჩატარდება

22, აპრილი 2019 20:02:00

ქალაქი მასშტაბური ღონისძიების მოლოდინში.  28 აპრილს  ბათუმი მთავარ  დღესასწაულს ზეიმობს.  სახალხო ღონისძიებისთვის  მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია. თარიღის აღსანიშნად მერიამ  200 ათას ლარამდე თანხა გამოყო.  რა  დაგეგმეს   და რის ნახვას შეძლებთ სულ რამდენიმე დღეში?

ქალაქის მთავარი დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება.  თარიღი ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. ღონისძიებები წელს  ზღვისპირა პარკში  12 საათიდან ღამის 2 საათამდე გაგრძელდება.

ბათუმობა წელს ქალაქში რამდენიმე ლოკაციაზე იქნება გაიმართება. მოეწყობა დამეგობრებული ქალაქების სივრცე, გაიმართება  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები.  დამთვალიერებელს შეეძლება საბავშვო,ასევე  წიგნების კუთხის ნახვა, იქნება ფილმების, ფრანების ჩვენება. დაიდგმება თითების თეატრიც. 

,,ბათუმობას“  წელს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,მარკა“ ჩაატარებს. მთავარი სცენა ბულვარის შესასვლელთან მოეწყობა. კონცერტი საზაფხულო თეატრის წინ გაიმართება, 21 საათზე კი ბათუმობაზე მისულ სტუმრებს კოლონადებთან გალაკონცერის ნახვა  შეეძლებათ. წელს სიახლე ისიც, რომ მოეწყობა აღდგომის თემატიკის კუთხეც.  

ბათუმობა წელს ქალაქის ბიუჯეტს 190 ათას 895 ლარი დაუჯდება. შპს „მარკა“ ორგანიზებას ქალაქის მთავარ  დღესასწაულს მეორედ უწევს. კომპანიამ შარშან გამოცხადებულ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. 


დღის ამბები