კვირა 25, აგვისტო 2019

ოჯახი, რომელიც განსახლების პროგრამაში ჩართვასა და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

23, აპრილი 2019 20:05:00

ქვედა მახუნცეთში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს. თავდგირიძეებს განსახლების პროგრამაში ჩართვა  სურს.  სახლი ქვათა ცვენის ზონაშია. ანუ ნებისმიერ დროს შესაძლოა ფერდობიდან ლოდები ჩამოიშალოს და ოჯახის წევრებსის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. რატომ არ ეხმარება ქედის მერია  საშიშ არეალში მცხოვრებლებს?

ორ წევრიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლის მიმდებრე ტერიტორიაზე სტიქია ხშირად ვითარდება. დიასახლისი გვიყვება, რომ საცხოვრისის უკანა ნაწილში არსებული ფერდობიდან ლოდები ხშირად ცვივა, რას საფრთხეს ქმნის.  

პრობლემები წლების წინ დაიწყო და ვითარება განსაკუთრებით მაში,ნ უარესდება, როდესაც მიწა წყლით იჟღენთება. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ საუკუნეზე მეტი ხნის სახლი, რომლის დიდი ნაწილიც კრამიტითაა გადახურული დაზიანებულია. შენობაში წყალი ჩადის. გამაგრებას საჭიროებს საყრდენი კედლებიც.

საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომელიც გასული წლის 10 ივლისით თარიღდება წერია, რომ  შენობას დეფორმაცია აქვს მიღებული, საძირკველსა და ძირითად კედლებზე ბზარებია გაჩენილი, შენობას ზედა მხარეს ესაზღვრება ფერდი, საიდანაც ხდება მიწის მასის ჩამოშლა, შესაბამისად საჭიროა ფერდსამაგრი კედელი მოეწყოს. გარდა ამისა, ასევე შენობის სარდაფში ფიქსირდება გრუნტის წყლებიც, რომელიც საძირკვლს აზიანებს. ქეთო თავდგირიძე გეოლოგიურ დასკვნას არ ეთანხმება და განსახლების პროგრამაში ჩართვას ითხოვს. 

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯანდაცვის სამსახურის უფროსის,  ინფორმაციით, თავდგირიძეების საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ტერიტორია გეოლოგებმა არაერთხელ შეისწავლეს, დასკვნით კი, ოჯახი განსახლებას არ ექვემდებარება. ტენდერი, რითაც მერიას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახლების მიმდებარედ არსებული საფრთხის შემცველი ლოდები უნდა დაეშალა დავით თედორაძის თქმით, კომპანიები არ დაინტერესდნენ და ტენდერი ჩაიშალა. 

ქედის მერიის ინფორმაციით, საფრთხის შემცველი ლოდები ბევრ სოფელშია და მსგავსი პრობლემა არაერთ ოჯახს აწუხებს.

სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა 


დღის ამბები