23, აპრილი 2019 20:03:00
წითელას გავრცელებლის მაჩვენებლით, საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მესამე ადგილზე დაასახელა. პასუხისმგებელი უწყებები მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა ვებრძოლოთ მწვავე ვირუსულ დაავადებას? რეკომენდაციები , რომელიც იმუნიცაზიის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გაიცა.
პედეატრი დალილა ცივაძე იმ რისკებზე გვიყვება, რომელსაც ბავშვებში გეგმიური აცრის დაგვიანება იწვევს. წითელას, წითურას, ტეტანუსის, ყივანახველას და სხვა ვირუსის პროფილაქტიკური აცრები ეროვნული კალედრის მიხედვით ტარდება. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2 ჯერ, 1 წლის და განმეორებით 5 წლის ასაკში კეთდება. აღნიშნული სამედიცინო მომსახურება უფასოა.
რისკ ჯგუფებს ერთ წლამდე ჩვილები, ორსულები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დაავადებულთან კონტაქტში მყოფი და დაბალი იმუნიტეტის მქონე პირები წარმოადგენენ. პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. წინააღმდეგ შემხვევაში გართულება შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე ღონისძიება განახორციელა. სტუდენტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ვაქცინაციასა და იმუნიზაციის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენეს.
რეგიონში გასულ წელთან შედარებით წითელას შემთხვევებმა იკლო. გასულ წელს ინფექციით 300-ზე მეტი პირი დაინფიცირდა, ხოლო წელს ეს მაჩვენებელი 80-მდეა.აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ,თუმცა მოსახლეობას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
მწვავე ვირუსული დაავადება, გადაეცემა ჰაეროვანი გზით ან ინფიცირებული ადამიანთან კონტაქტით. კლინიკურად წითელა ხასიათდება ცხელებით და გამონაყარით.