23, აპრილი 2019 20:02:00
რის გამო დაიხურა რძის საწარმო შუახევში და დაზარალდნენ თუ არა მეფუტკრეები შეწამლვითი სამუშაოების შედეგად- საკითები რომლებზეც დღეს ოპოზიცია სოფლის მეურნეობის მინისტრისგან განმარტებებს ითხოვდა. ტიტე აროშიძე დღეს თავის მართლების პოზიციაში რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოს დეპუტატებთან აღმოჩნდა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის მიზეზი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადება გახდა. სიტყვიერი დაპირისპირება ჯერსის ტიპის ძროხებზე საუბარს მოჰყვა, როცა ტიტე აროშიძემ ერთ-ერთ ტელევიზიაში გასულ სიუჟეტში მონაწილე რესპონდენტის განცხადებას, უნამუსობა და ტყუილი უწოდა.
სამინისტროს მიერ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისათვის წარდგენილ წლიურ ანგარიშზე საუბრისას, ოპოზიცია შუახევში, რძის საწარმოს დახურვის მიზეზით და ნივრის პროგრამის მიმდინარეობით დაიტერესდა.
უმაღლესი საბჭოს არაწევრ დეპუტატს კი მინისტრისგან აინტერესებდა, მუნიციპალიტეტებში, ლოჯისტიკური ცენტრების შექმნამდე, ჩატარდა თუ არა შესაბამისი კვლევა და რა გაირკვა თუ არა სახის დამხარება სჭირდებათ ფერმერებს სახელმწიფოსგან.
რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს სამინისტრო იმისთვის, რომ მომაბალში მოსახლეობას მანდარინი არ გაუფუჭდეს? - სწორედ ეს აინტერესებდა პატრიოტთა ალიანსის წევრს. მერაბ ბლადაძემ შხამ - ქიმიკატების მავნებელ თვისებებზე ისაუბრა და თქვა, რომ შეწამლვლის შედეგად, მეფუტკრეები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.
სამინსტროს გასული წლის ანგარიშს დადებითად აფასებს უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. შენიშვნების მიუხედავად, შედეგებით კმაყოფილია განმახორციელებელი უწყებაც. ტიტე აროშიძე ირწმუნება, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი, სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს პასუხობს.
დეპუატეტების წინაშე ანაგრიშით წარსდგა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოც. უწყების მთავარ პრიორიტეტს წელსაც, ტყის მდგრადი მართვა წარმოადგენს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის პროგრამების ბიუჯეტი 14 537 795 ლარია. უწყება 12 პროგრამის და 20 ქვეპროგრამის განხორციელებას გეგმავს.