24, აპრილი 2019 20:36:00
მოუწესრიგებელი საავტომობილო გზა მაღლმთიან აჭარაში. რეაბილიტაციას მეძიბნა-აგოთის დამაკავშირებელ მარშრუტი საჭიროებს. მონაკვეთი ერთი წლის წინ დაიმეწყრა, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია.
გზა, რითაც სოფელი გარე სამყაროს უკავშირდებოდა ერთ წელზე მეტია, რაც დამეწყრილია. ახლა აქ გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. მოსახლეობამ გზის შეკეთება დამოუკიდებლად სცადა, თუმცა ჩახერგილი და დამეწყრილი მონაკვეთის რეაბილიტაციის შეჩერება თვითმართველობამ იმ მოტივით მოითხოვა, რომ საფრთხის შემცველი იყო. აგოთაში მცხოვრებლები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პრობლემას, მხოლოდ მაშინ მოჰყვა გამოხმაურება, როდესაც პრობლემის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
მეწყრიდან რამდენიმე მეტრში, დუმბაძეები ცხოვრობენ. ზაზა დუმბაძე გვიყვება, რომ ხელისუფლებამ განსახლების პროგრამით სარგებლობა შესთავაზა, თუმცა მიაჩნია, რომ 25 000 ლარი საკმარისი არ არის და ოჯახი თავს მიწის გარეშე ვერ ირჩენს.
ამ სოფელთან დამაკავშირებლი შემოვლითი გზაც არსებობს, თუმცა მოსახლეობის თქმით, სატვირთო ავტომობილებსა და მიკროავტობუსებს გადაადგილება უჭირს. რთულ მონაკვეთებში ტრანსპორტიდად მგზავრები ჩამოდიან და ფეხით გადაადგილდებიან. ხშირია ქვათა ცვენის ფაქტებიც.
ქედის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ მეწყრის პირისპირ მცხოვრებ დუმბაძეებს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ თუ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება შესაძლოა პროცესი გააქტიურდეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გეოლოგიური დასკვნით, დამეწყრილ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება შუძლებელია. თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ აგოთა-მეძიბნის დამაკავშირებელი შემოვლითი გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რისთვისაც 150 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.
რამდენ ხანს მოუწევს რთულ მონაკვეთებზე ფეხით გადაადგილება მოსახლებას და როდის გაიმართება სოფელთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა, ეს შესაბამისი უწყებების მუშაობაზეა დამოკიდებული.
სიუჟეტი ამერიკის საეჩლოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.