25, აპრილი 2019 17:11:00
ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს. ობიექტის მეპატრონის თქმით, წაღებულია 20 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები. ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა ვიდეოთვალმა მძარცველები დააფიქსირა. ჩანაწერებიდან ირკვევა, სამი ადამიანის ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილდებოდა. შინაგან საქმეთა სამინსიტროში ამტკიცებენ, რომ მძარცველების ვინაობა დადგენილია და ისინი არასრულწლოვნები არიან. გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.