ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

გახდება თუ არა წყალი ფასიანი ჭარის მთიანეთში

25, აპრილი 2019 20:09:00

გახდება თუ არა ფასიანი  სასმელი წყალი მაღალმთიან აჭარაში? ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 4 წლის წინ აბონენტების გამრიცხველიანება დაიწყო, მაგრამ პროცესი ვერ დაასრულა. რამდენად  მიზანმიმართულად  დაიხარჯა  ასეულობით ათასი ლარი  ?

დაბა ქედასა და მახუნცეთში მცხოვრები ოჯახების ნაწილს, რომლებსაც სასმელი წყლით შ.პ.ს „ქედის წყალკანალი“ ამარაგებს მრიცხველები 2016 წელს  დაუმონტაჟეს. ადგილობრივი ხელისუფლება, აბონენტების გამრიცხველიანების მთავარ მოტივად იმ დროისთვის წყლის ყაირათიან მოხმარებას ასახელებდა. მას შემდეგ თითქმის ოთხი წელი გავიდა, ამ დრომდე მერიას არც პროცესი დაუსრულებია და არც დამონტაჟებული მრიცხველები დაულუქავს, წყალზე საფასურის შესაძლო დაწესებაზე საუბარი კი მას შემდეგ განახლდა, რაც „აჭარის წყლის ალიანსი“ შიქმნა. ადგილობრივების თქმით, თუ მთაში წყალი ფასიანი გახდება, ამით, მხოლოდ მოსახლეობას დაზარალდება.

სასმელი წყლის მოხმარებაზე, საფასურის შესაძლო დაწესებას არ უარყოფენ ქედის მერიაში. აქ განმარტავენ, რომ დეტალები მას შემდეგ გაირკვევა, როდესაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინასებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტი დასრულდება. ქედის მერიის, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ უწყებამ წყლის საფასურის დაწესებამდე საჭირო ყველა ეტაპი გაიარა, აბონენტებს კი სუფთა წყალი უწყვეტი რეჟიმით მიეწოდება.

შ.პ.ს „ქედის წყალკანალი“ სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ შემადგენლობაშია, თუმცა კომპანიის  100%-იანი წილის მფლობელი ქედის მერიაა. შესაბამისად, ქსელის გასამართად ფინასურ რესურს ადგილობრივი თვითმართველობა ხარჯავს. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი აცხადებს, რომ  სასმელი წყლის ქსელი იმდენად გამართული არ იყო, რომ აბონენტების გამრიცხველიანება მომხდარიყო. 

საპირისპიროს ამტკიცებენ „აჭარის წყლის ალიანსში“, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე არსებული სერვისით, სასმელ წყალზე საფასურის შემოღება არ იგეგმება.

2016 წელს ქედაში, აბონენტთა გამრიცხველიანებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 ათას 386 ლარი დახარჯა. წყალკანალის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია 777 აბონენტს ემსახურება.


დღის ამბები