25, აპრილი 2019 20:08:00
რამდენიმე თვიანი მოთხოვნა, რომელზეც დაპირება ოპოზიციამ დღეს მიიღო, ქალაქის მერმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრეს საკრებულოს სხდომაზე უწყების სსიპებსა და აიპებში დასაქმებულთა შესახებ სახელობითი სიის მიწოდების პირობა მისცა. დღესვე ლუშკოვის სახლის მიმდებარე ტერიტორიის ბედი გაირკვა. მონაკვეთს საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა. კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღეს დეპუტატებმა?
ბათუმის მერმა ოპოზიციას დღეს პირობა მისცა, რომ უწყების შპს-ებსა და აიპებში დასაქმებულების სახელობით სიასა და საშტატო ერთეულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ოპოზიციამ მოთხოვნა ლაშა კომახიძეს, დღეს კიდევ ერთხელ წაუყენა.
სხდომაზე დეპუტატებს არც ბათუმის ,,დინამოს“ გუშინდელი გამარჯვება დარჩენიათ ყურადღების მიღმა. უფრო მეტიც, მილოცვასთან ერთად, კლუბის სტატუსის საკითხიც დააყენეს.
ბათუმში, მანქანათმშენებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე შესაძლოა მალე სასტუმროს ტიპის კომპლექსი აშენდეს. ბათუმის მერიამ მიწის ნაკვეთი საპრივატიზაციო ნუსხაში უკვე შიეყვანა. ამავე მიზნით სიაში შევიდა გოგებაშვილის 14 ნომერში მდებარე ჩაის სახლიც.
ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, კომპანია ,,ალიანს ჯგუფის“ მოთხოვნა დადებითად გადაწყდა. შესაბამისად, რუსთაველის ქუჩის გაგრძლებაზე, ე. წ ლუჟკოვის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებლის სტატუსი საქმიანი ზონით შეიცვალა, გაზიარდა ასევე K 2 კოეფიციენტი. საკითხის ირგვლივ კითხვები დღეს მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ქონდა.
დეპუტატებმა დღეს გასული წლის მთავრი ფინანსური დოკუმენტიც განიხილეს.
საკითხი, რომელზეც პოზიცია და ოპოზიცია ერთხმად შეთანხმდა, ბათუმის საკრებულოში ახალი დეპუტატის მხარდაჭერა იყო. ,,თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი და ამავე კვოტით, უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი თემურ კახიძე, რომელ კომისიაში იმუშავებს ვერ აკონჯკრეტებს, თუმცა იცის რისთვის მივიდა საკრებულოში.
ზაფხულში ბათუმში, ტურისტული ავტობუსები გამოჩნდება. საუბარია ისეთ ტრანსპორტზე,რომელსაც პანორამული ჭერი ექნება. ბათუმის მერიის ინფორაციით, სამარშრუტო ხაზი ახალი ბულვარიდან ბოტანიკური ბაღის მიმართულებით დაინიშნება და დამსვენებლებს ქალაქში არსბეულ ტურისტულ ობიექტებს გააცნობს.