სამშაბათი 16, ივლისი 2019

ელექტრომობილების მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს

26, აპრილი 2019 17:12:00

ბათუმში, ელექტრომობილების მეპატრონეებმა შიმშილობა დაიწყეს. მათ კარვები ბათუმის ბულვარში გაშალეს და აცხადებენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმამდე ხელისუფლებამ მიიყვანა. მათი თქმით, ბულვარში ტრანსპორტის მეშვეობით ოჯახებს არჩენდნენ. მეწარმეები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ის გადაწყვეტილება გააუქმოს, რომლის მიხედვითაც, ზღვისპირა პარკში  მაისიდან ელექტრომობილებით გადაადგილება იკრძალება.

 


დღის ამბები