შაბათი 20, ივლისი 2019

ვნების კვირეულის მძიმე დღე-წითელი პარასკევი

26, აპრილი 2019 20:05:00

დღეს  წითელი  პარასკევია – მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს   ჯვარცმას,   ჯვრიდან გარდა  მოხსნასა  და  დაკრძალვას იხსენებს. რა მოხდა ამ დღეს სახარების მიხედვით და რა რიტუალებით ხვდება მრევლი ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეს?

დიდ პარასკევს მართმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. სახარების მიხედვით,  ცოდვებისგან  კაცობრიობის გამოსახსნელად ,უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. სწორედ ამიტომ დღეს ტაძრებში წირვის ნაცლად  ვნების სახარება იკითხება.

ბიბლიის თანახმად, სახედარზე ამხედრებულ მაცხოვარს, იერუსალიმში შესვლისას დიდ ზემით დახვდნენ. ადამიანები მას პატივისცემის ნიშნად, ფეხქვეშ პალმის ტოტებს უფენდნენ. ამის მიუხედავად,  ოთხშაბათს მაცხოვარი 30 ვერცხლად გაყიდეს, შეიპყრეს და ჯვარზე აცვეს. 

სწორედ ამიტომ ეს დღე ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეა. ტაძრებში გარდამოხსნის წესი სრულდება და უფლის დატირება ხდება. 

,, უნდა გავიაზროთ რა გააკეთა ქრისტემ კაცობრიობისთვის.  ყველა ატარებს თავის წილ ჯვარს, მთავარია ვიაროთ ჭეშმარიტების გზაზე, ვებრძოლოთ ბოროტებას და თუ ამას შევძლებთ, ჩვენს ჯვარცმას აუცილებლად მოჰყვება აღდგომა, “ - ამის შესახებ სასულიერო პირებმა მრევლს კიდევ ერთხელ უქადაგეს. 
 


დღის ამბები