პარასკევი 19, ივლისი 2019

კვერცხის ღებვის ტრადიცია

26, აპრილი 2019 20:03:00

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება, მანამდე კი 2 დღით ადრე მართმადიდებელი მრევლი კვერცხის  ღებვის  ტრადიციას აღასრულებს. რა მეთოდებით და როგორ სრულდება რიტუალი?

ციალია კომახიძე მუსლიმია. მიუხედავად ამისა, იგი  ტრადიციულად  წითელ პარასკევს  კვერცხს ღებავს. პროცედურა მას სიამოვნებას ანიჭებს, ამბობს,რომ ამით პატივს სცემს შვილისშვილების სარწმუნოებას, 
წლების განმავლობაში კვერცხს ერთიდაიგივე მეთოდით ღებავს. იყენებს მხოლოდ ნატურალურ საღებავს, რომელიც  ბევრად უსაფრთხო და სასარგებლოა. ხახვის ფოთლები და ენდრო - ეს ის იგრედიენტია რაც კვერცხს ბუნებრივ ფერს აძლევს.

უნდა რომ ტრადიცია შვილისშვილებმაც გააგრძელონ, ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი რომელი სარწმუნოების აღმსარებელია, მთავარია ერთმანეთის რელიგიის მიმართ პატივისცემა.69 წლის ციალა კომახიძე სწორედ თავის მაგალითზე ასწავლის მომავალ თაობას  ღვთის სიყვარულსა და თავმდაბლობას.  

მართლმადიდებელი ქარისტიანი არ არის, თუმცა იცის რას ნიშნვას აღდგომა და რა და რა დატვირთვა აქვს წითლად შეღებილ კვერცს. 

კვერცხის ღებვის ტრადიცია პირველი საუკუნიდან მომდინარეობს. ერთ-ერთმა მენელსაცხებლე მარიამ მაგდალინელმა კეისარს კვერცხი გაუწოდა და უთხრა ქრისტე ღსდგა მკვდრეთით. კეისარმა არ დაიჯერა და თქვა: როგორც ეს კვერცხი არ გაწითლდება ისე არ აღმსდგება ქრისტეო“. სიტყვის თქმა დასრულებული არ ქოდნა როცა კვერცხი გაწითლდა. 

კვერცხის შეღებვიოს ტრადიცია არსებობს როგორც მართლმადიდებელ, ასევე კათოლიკე ქრისტიანებში. 


დღის ამბები