30, აპრილი 2019 17:14:00
აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. მისი ინტერესების დამცველი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იქნება. მოსარჩელე ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გაბათილებას ითხოვს, ასევე ახალი დირექტორის შერჩევისთვის გამოცხადებული კონკურსის შეწყვეტას. ბრალდებები, რაც უნდობლობის გამოცხადების საფუძველი გახდა, სულხან სალაძის თქმით, არ იყო დასაბუთებული. გარდა ამისა, გარე აუდიტის დასკვნით, ფინანსური ხარჯვა დადებითად შეფასდა. მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ კაპანაძის გათავისუფლება არაკანონიერია და ამის დასაბუთებას სასამართლოში შეეცდებიან.