30, აპრილი 2019 17:13:00
პრესკონფერენციაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორმა საიას თავჯდომარე იმაში დაანაშაულა, რომ ორგანიზაცია მისი კოლეგების პრეტენზიებით არ დაინტერესებულა. არავის უკითხავს, რას ითხოვდნენ ისინი და რატომაა საკითხის პოლიტიზირების მცდელობა? ლაშა ჯოყილაძის მტკიცებით, ოპერატორებს გაფიცვა დირექტორის გადაყენების პროცეს სპეციალურად არ დაუმთხვევიათ და ისინი ხელფასების მატებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ერთ წელზე მეტია ითხოვდნენ. სულხან სალაძემ ოპერატორს უპასუხა და თქვა, რომ პროცესები, რაც ბოლო პერიოდში მაუწყებლის ირგვლივ ვითარდება კითხვის ნიშნებს აჩენს.