30, აპრილი 2019 20:00:00
შესაძლოა, მოპედების მფლობელებსა და აჭარის მთავრობას შორის შეთანხმება შედგეს. დღის ბოლოს აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ, სადაც პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ვერსიაზე ისაუბრეს. მათ შორისაა, ტრანსპორტის რაოდენობის შემცირება და სიჩქარის შეზღუდვა. ინიციატივა დადებითად შეაფასეს შეხვედრიდან გამოსულმა აქციის მონაწილეებმა და უფლებადამცველმა. ახლა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა მეწარმის თანხმობაა საჭირო. იმ შემთხვევაში თუ მხარეები რეგულაციის ამ ფორმაზე შეთახმდნენ ელექტრომობილებისთვის გადაადგილება დასაშვები მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ახალი ბულვარის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.