01, მაისი 2019 20:04:00
ნეშტების საქმის შესწავლაში სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ჩაერთვება. გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილი კომიიის სხდომაზე დღეს მიიღეს. რა მოთხოვნები აქვთ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს?
აჭარაში აღმოჩენილი სავარაუდოდ, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ მოქალაქეთა ნეშტების კვლევის პროცესში სამხარაულის ექსპერტიზაც ჩაერთვება. ბიურო ნიმუშებს აიღებს, რის შემდეგადაც დანომრვა და ერთიანი ბაზაის შექმნა მოხდება.
სხდომაზე, კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, რამდენიმე საკითხმა გამოიწვია. მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ნეშტები იმ ტერიტორიაზე არ უნდა დაკრძალონ, სადაც აღმოაჩინეს. თვლიან, რომ გადასვენების დღედ არარელიგიური თარიღი უნდა შეირჩეს.
რატომ იყო ჩართული ნეშტების ამოსვენების პროცესში მხოლოდ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია? აქ ამბობენ, რომ ადგილი, სადაც სამარხები იპოვეს მალე მათ საკუთრებაში უნდა გადასულიყო. შესაბამისად სამშენებლო პროცესი დაწყებამდე გათხრები აწარმოეს. დახვრეტილთა საფლავებს 2014 წლიდან ეძებენ. 2015 წელს საგანგებო კომისიაც შეიქმნა, რომელსაც ამ თემაზე უნდა ემუშავა, თუმცა საბოლოოდ საკითხის გადაჭრაში ჩართული, მხოლოდ ეპარქია აღმოჩნდა.
საპირისპიროს ამტკიცებენ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები. ამბობენ, რომ ნეშტების ამოსვენების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით შეიტყვეს
ხელვაჩაურის ტერიტორიაზე 150 ადამიანის ნეშტის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 5 აპრილს გახდა ცნობილი. სამარხებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიის პირველ სხდომას მთავრობის აპარატის, ჯანდაცვის სამინისტროს, მუსლიმთა სამმართველოს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.