ოთხშაბათი 18, სექტემბერი 2019

ორსაუკუნოვანი მეჩეთი მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით

01, მაისი 2019 20:02:00

სამლოცველო მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით . მაღალმთიან აჭარაში ადგილკობრივებმა ორსაუკუნოვანი მეჩეთს რეაბილიტაცია თვითნებურად ჩაუტარეს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლითა დაცვის საააგენტოში თემაზე საუბარი საჭიროდ არ ჩათვალეს

სოფელ ბეღლეთში, არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ადგილობრივმა მოსახლეობამ რეაბილიტაცია თვითნებურად ჩაუტარა.  ძველი ხის ფანჯრები მეტალოპლასტმასით ჩაანაცვლეს. აქ არსებულ მეჩეთს ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიანიჭეს, თუმცა ამის შესახებ არც სამუფთოა ინფორმირებული და არც ადგილობრივი მოსახლეობა. 

ბეღლეთის მეჩეთის წინამძღვარი, ჯემალ-ახმედ შავაძის თქმით, ფანჯრები მოსახლეობის მიერ შეგროვებული თანხით წელს გამოიცვალა.  რეაბილტაციის მთავარი მოტივი კი სალოცავის შენარჩუნება იყო.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს, რაც შეეხება ადგილობრივ თვითმართველობას, რომელიც არც შენობის სტატუს განსაზღვრავს და არც ძეგლების მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი თქვეს, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

გადმოცემის მიხედვით, სალოცავი, ლაზ ოსტატებს აუშენებიათ, მცენარეებისგან დამზადებული ბუნებრივი საღებავებით კი, ხეზე ამოკვეთილი ორნამენტები მოუხატავთ. ლოცვის ხმა, მეზობელ სოფლებში მცხოვრები მორწმუნეებისთვის, რომ მიეწვდინათ მინარეთი აღმართეს. ახმედ კახაძე გვიხსნის, რომ ორ სართულიანი სალოცავში ფანჯრებისა და იატაკის გარდა დღემდე უცვლელი სახითაა შენარჩუნებული.

ხულოს მუფთის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 49 მოქმედი ჯამეა, აქედან დაახლოებით 17-ს ძეგლის სტატუსი აქვს.


დღის ამბები