პარასკევი 19, ივლისი 2019

ჰოლივუდის პროდიუსერები საქართველოში

01, მაისი 2019 20:01:00

ჰოლივუდი საქართველოში ფილმს გადაიღებს.  ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები  აჭარაში   იმყოფებიან. პროდიუსერები  რეგიონს  ეცნობიან და ლოკაციებს არჩევენ. რა თანხას  დახარჯავენ ამერიკელი კინომწარმოებლები პროექტის ფარგლებში და რა პოტენციალი აქვს ქვეყანას კინოგადაღებების მიმართულებით?  

საქართველოში ჰოლივუდის პროდიუსერები იმყოფებიან. მათ ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე რეგიონი დაათვალიერეს. ისეთი ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა ,,ეიჩ ბი ოუ“ , ,,უნივერსალ ფიქჩერსი“ ჩვენი ქვეყნის კინოწარმოების პოტენციალს ეცნობიან და ფილმების გადასარებ ადგილებს არჩევენ. 

ჰოლივუდელი პროდიუსერების საქართველოში ვიზიტის იდეა ერთი წლის წინათ გაჩნდა. ,,გადაიღე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში გასული წლის ნოემბერში ქართულმა საპროდიუსერო კომპანიებმა ამერიკელებს პრეზენტაცია წარუდგინეს. 

ამერიკელი პროდიუსერები საქართველოში 28 აპრილს ჩამოვიდნენ. მათ ბევრ ისეთ ცნობილ ფილმზე აქვთ ნამუშევარი, როგორიცაა ,,ტრანსფორმერები“ და ,,ვარსკვლავური ომები“. 

პროგრამისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია. ,,გადაიღე საქართველოში“ პროექტის ჯამური ინვესტიცია 39 მილიონ ლარს აღემატება. 


დღის ამბები