02, მაისი 2019 17:17:00
გარემოვაჭრეებმა, რომლებიც ბათუმის მერიამ რამდენიმე თვის წინ ავტოსადგურის ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადაიყვანა, დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. თვითდასაქმებულები ვაჭრობის გაგრძელებას, კვლავ წერეთლის ქუჩაზე ითხოვენ. ამბობენ რომ მათთვის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე მყიდველების ნაკლებობაა. ასევე პრობლემას სავაჭრო ცენტრთან მისასვლელი ჩახერგილი გზა ქმნის. მოვაჭრეებს დღეს ბათუმის მერიის წარმომადგენელი შეხვდა. თემასთან დაკიავშირებით ვრცლად ჩვენს შემდგომ გამოშვებაში.