02, მაისი 2019 17:13:00
ბათუმში, პუშკინის 150 ნომერში მდებარე, საოჯახო ჭურჭლის მაღაზია გატეხეს. როგორც მაღაზიის მეპატრონის თქმით, სალარო ცარიელი იყო, შესაბამისად, მძარცველებმა ვერაფრის წაღება ვერ შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს. გამოძიება ქურდობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანების ქურდობის მცდელობას გულისხმობს.