20, მარტი 2017 20:35:00
მე-9 და უფრო მაღალსართულებზე მცხოვრებ ბათუმის მოქალაქეებს რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი დაბალი წნევით მიეწოდებათ. ამასთან დაკავშირებით განცხადებას ბათუმის წყალი ავრცელებს. დირექტორის მოადგილე, რამაზ ასანიძის თქმით, მილსადენში წყლის წნევის ვარდნა მაგისტრალურ მილსადენზე არსებული სარემონტო სამუშაოებით არის გამოწვეული და 25 მარტამდე გაგრძელდება.