03, მაისი 2019 20:05:00
ქედის მოსახლეობა კი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებასა და საავტომობილო გზების კეთილმოწყობას ითხოვს. პრობლემების ჩამონათვალი ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის პირველ პირს გააცნეს.
სასმელი წყლის ნაკლებობით გამოწვეულ პრობლემაზე საუბრით დაიწყო შეხვედრა ცხმორისში. ქედის მერი, ლევან გორგილაძემ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. მოქალაქეებმა გადასაჭრელ საკითხთა სიაში საკანალიზაციო სისტემისა და საავტომობილო გზის მოწესრიგებაც დაასახელეს.
საავტომობილო გზის მოწესრიგება მოითხოვეს, სოფელ ახოსა და კოკოტაურში მცხოვრებლებმა. მოქალაქეების თქმით, ბაზალეთის უბანში მცხოვრებ შვიდ ოჯახ წლებია გადაადგილების პრობლემა ექმნება
ქედის მერმა მოსახლეობასთან გავსლითი შეხვედრები წელს დაიწყო. ლევან გორგილაძე ირწმუნება რომ გახომავნებულ პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებს.
მოგვარდება თუ არა, ცხმორისის თემში მცხოვრები მოსახლეობის მთავარ პრობლემად დასახელებული წყლის, კანალიზაციისა თუ, საავტომობილო გზის პრობლემა, ეს თვითმართველობის მუშაობაზეა დამოკიდებული. ამ თემში სულ ექვსი სოფელი შედის.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.