06, მაისი 2019 20:53:00
ცხოვრება მეწყერსაშიშ ზონაში, ავარიულ სახლში. მალაყმაძეები დახმარებას ითხოვენ. ოჯახი გეოლოგებმა ორჯერ შეამოწმეს. პირველი დასკნით- უნდა გაესახლებინათ, მეორე დასკვნა ჯერ არ მიუღიათ.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები ყვებიან, რომ თვითმმართველობა ფართით დაკმაყოფილებას ორჯერ დაპირდა. რატომ რჩებიან მალაყმაძეები ისევ საფრთხის შემცველ გარემოში?
მაჭახლის ხეობაში მცხოვრები მალაყმაძეები გეოლოგების დასკვნის საფუძველზე წლების წინ უნდა გაესახლებინათ. ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ საცხოვრებელი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. ამას ეს დოკუმენტიც ადასტურებს. შადიმან მალაყმაძისთვის გაუგებარია, რა მიზეზით არ დააკმაყოფილეს ფართობით, თუმცა ამბობს, რომ თვითმმართველობამ ტერიტორიის შესასწავლად წლების შემდეგ გეოლოგები ხელახლა გაგზავნა. პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
მალაყმაძეები მეწყერსაშიშ ზონაში წლებია ცხოვრობენ. საფრთხის შემცველია სახლიც. მორყეულია მოაჯირები, ამორტიზებულია იატაკი და ჭერი. წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩადის. ოჯახის წევრების თქმით ხელვაჩაურის მერიიდან საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების თაობაზე 2ჯერ მიიღეს.
საპირიპსპიროს ამტკიცებენ ხელვაჩაურის მერიაში. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ამბობს, რომ გეოლოგიური დასკვნის მიხედვით ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში არ ცხოვრობს. ჯუმბერ ვარდმანიძე ირწმუნება, რომ ოჯახმა ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით 2 წლის წინ მიმართა.
რაც შეეხება სიძველისგან ამორტიზებულ სახლს. თვითმმართველობა შენობის შესწავლას 2020 წელს გეგმავს. ხელვაჩაურის მერია ამას პროგრამის ფარგლებში განახორციელებს. დახმარება კი მხოლოდ სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს გაეწევა, რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაში იქნება.