პარასკევი 19, ივლისი 2019

15 წელი აჭარის რევოლუციიდან

06, მაისი 2019 20:04:00

ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია - მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები ისტორიაში 15 წლის წინ  შევიდა.  ცენტრალურ და ავტონომიურ ხელისუფლებებს შორის დაპირისპირებები, აბაშიძის რეგიონიდან იძულებით წასვლით დასრულდა. რევოლუციური სამზადისი აჭარაში 2003 წლის ოქტომბერში დაიწყო. როგორ ვითარდებოდა მოვლენები? 

აჭარის რევოლუციიდან 15 წლის შემდეგ მოვლენების შეფასებისას ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ აგორებული  საპროტესტო ტალღა ,,ვარდების რევოლუციის“ ლოგიკური გაგრძელება იყო.  რევოლუციური სამზადისი აჭარაში 2003 წლის ოქტომბერში დაიწყო.  ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, როცა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია საპროტესტო აქციაზე მისული ხალხით გაივსო. ოთარ გოგოლიშვილის აზრით, დიქტატორები მმართველობას ძირითადად , რევოლუციით ან თვითმკვლელობით ასრულებენ. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობში მიიჩნევენ, რომ ადამიანები ქუჩაში იმის დასამტკიცებლად გამოვიდნენ, რომ ქართველებს ახალი სახელმწიფოს შექმნა შეეძლოთ. ოპოზიციური პარტიის წევრი თვლის, რომ დიქტატურის დასრულება გარდაუვალი იყო. მიზანი მიღწეულია, მირდატ ქამადაძე, რომელიც  აჭარის რევოლუციის აქტიური  მონაწილე იყო. 

მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ იმ იდეამ, რის გარშემოც გაერთიანებული ადამიანები მაისში რევოლუციის სურვილით ქუჩაში გამოვიდნენ,  განხორციელება ვერ ჰპოვა. ქართული ოცნების წევრი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებები და დემოკრატია ასლან აბაშიძის მომდევნო მმართველმა ვერ უზრუნველყო.

ცენტრალურ და ავტონომიურ ხელისუფლებებს შორის დაპირისპირება 6 მაისს, აჭარაში მმართველობის შეცვლით დასრულდა. რეგიონის ლიდერი ბათუმიდან მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, იგორ ივანოვმა წაიყვანა.


დღის ამბები