07, მაისი 2019 20:56:00
პროექტი, რომლის განხორციელებას შესაძლოა სოფელ ბოძაურში მცხოვრებლების შემოსავლის მთავარი წყარო შეეწიროს. ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სადაც მაგისტრალი უნდა აშენდეს, ადგილობრივებს კაკალი აქვთ გაშენებული. მოქალაქეები ხეების მოჭრის წინააღმდეგები არიან.
სოფელ ბოძაურში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლება მათ უფლებებს არღვევს. საქმე ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიას ეხება, სადაც ახალი ცენტრალური მაგისტრალი უნდა აშენდეს. ადგილობრივების თქმით, ამ მონაკვეთზე ოთხ ოჯახს კაკალი აქვს გაშენებული, პროექტის განხორციელებით კი ხეები უნდა მოიჭრას. გერონტი შავაძე გვეუბნება, რომ მამა-პაპისეული მიწის ნაკვეთი ახლა სატყეო ფონდში ირიცხება, ეს კი მაშინ გაიგო, როდესაც ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა დაპროექტდა.
აჭარის მთიანეთში აცხადებენ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აქ საკუთრება დარეგისტრირებული არ აქვს. ამბობენ, რომ ყველაზე მაღალმთიანი სოფლის მთავარი შემოსავალი კაკალია და თუ იმასაც დაკარგავენ ულუკმაპუროდ დარჩებიან.
კობა შავაძის თქმით, გზის ასაშენებლად არსებული მონაცემი დაკორექტირდა, თუმცა მის სარგებლობაში არსებული 40 ძირამდე კაკლის ხე, რომელიც გეგმით მაგისტრალის მშენებლობისთვის უნდა მოიჭრას კონპენსირებას რამდენიმე დაექვემდებარა.
ტყის ინვენტარზაცია ბოლოს 2016 წელს განხორციელდა, ხულოს მთავარი მეტყევე აცხადებს, რომ აღნიშნული ფართობი ტყის ფონდში მანამდეც ირიცხებოდა ვიდრე ბოლო აღწერა მოხდებოდა. ნოდარ შანთაძე ირწმუნება, რომ კაკალი მოსახლეობას არ გაუშენებია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ სპეცილისტების რეკომენდაციით, სატყეო ფონდის ტერიტორიაზე გზის სარაბილიტაციო სამუშაოები აღარ განხორციელდება. აქ დასძენენ, თუ მოსახლეობის სარგებლობაში არსებული ნაკვეთის ათვისება მოხდება კონპენსაცია მხოლოდ მაშინ გაიცემა.
მიხილ უჯმაჯურიძის ინფორმაციით, მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სავარაუდოდ 500-მდე მიწის ნაკვეთის კონპენსირება მოხდება.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.