08, მაისი 2019 17:12:00
საქართველოს პარლამენტმა უნდა დაიწყოს ანზორ ბოლქვაძის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხის განილვა. ასევე დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც ხულოში ქალის მიმართ უკანონი მოქცევის ფაქტში არიან მხილებული. განცხადება დღეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გაკეთდა. ასმათ დიასამიძის თქმით პოლქვაძემ და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირებმა, ირაკლი ჯორბენძის შტაბის წევრს იმ სასტუმროს დატოვება მოსთხოვცეს, რომელიც რამდენიმე დღით ქონდა ნაქირავები. ენმ შესაბამისი რეაგირებისკენ მესამე სექტორის, სახალხო დამცველის აპარატს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსებსაც მიმართავს.