პარასკევი 19, ივლისი 2019

რატომ დაუპირისპირდა მმართველი გუნდის წევრი ოპოზიციონერს?

08, მაისი 2019 21:05:00

პარლამენტარი, რომელიც ოპოზიციის აქტივისტის საკუთარი სასტუმროდან გაგდებას ცდილობდა. ინცინდენტი ხულოში მოხდა. რატომ დაუპირისპირდა ანზორ ბოლქვაძე  მოქალაქეს და ჰქონდა თუ არა მმართველი გუნდის წევრს ამის უფლება? საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი   შემთხვევის გამო  შესაძლოა დააკავონ.

ამ ჩანაწერიდან თითქმის 24 საათის შემდეგ, დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ხულოში სასტუმროს მფლობელობას უარყოფს, თუმცა არ უარყოფს ობიექტის ოჯახის საკუთრებაში არსებობას. 

ვიდეო ჩანაწერების მიხედვით, საქართველოს პარლამეტში ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, ნაციონალური მოძრაობის წევრის ნომერში შედის და მათ ტერიტორიის დატოვებას სთხოვს. 

ვიდეოს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა, ხათუნა ბერიძემ ატვირთა. მასში დეპუტატთან ერთად, თემურ ხასიაც ფიგურირებს, რომელიც ბათუმის მერიის ერთ -ერთ სამსახურშია დასაქმებული. იგი ოპოზიციონერს სასტუმროს დატოვებას სთხოვს, მიზეზად კი უსაფრთხოებას უსახელებს.

როგორ აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე და ჰქონდა თუ არა უფლება, რომ მოქალაქისთვის ნომრის დატოვება მოეთხოვა - კითხვებს ადრესატი ასე პასუხობს:

ბათუმის მერიის თანამშრომელი ირწმუნება, ობიექტს წყალი არ მიეწოდებოდა. თემურ ხასიას მტკიცებით, სასტუმროს ერთადერთი ვიზიტორის შენობაში ყოფნა უსაფრთხო და არაკომფორტული იყო, თუმცა ირკვევა, რომ  სტუმარს ამ პრეტენზიით სასტუმროს ადმინისტრაციისთვის არც კი მიუმართავს. 

ხულოში, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ოჯახის კუთვნილ სასტურმოში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი გუშინ დაბინავდა. ხათუნა ბერიძეს ტურისტული სააგენტო აქვს და სასტუმროშიც სწორედ ამ სტატუსით, დარეგისტრირდა. იგი მომხდარს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ადრესატი. დეპუტატი ირწმუნება, რომ იგი შენობის დატოვებას არა ხათუნა ბერიძეს, არამედ მის გვერდით მყოფ კაცს სთხოვდა. ანზორ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერი სპეკულაციის მიზნით იქნა გამოყენებული.

ვიდეოს ავტორის თქმით, იგი ინცინდენთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე იძულების მუხლითაა დაწყებული, რაც ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას გულისხმობს. 


დღის ამბები